ხელბურთი | საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ბულგარეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე მეცხრე ადგილი დაიკავა #1TVSPORT
ხელბურთი | საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ბულგარეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე მეცხრე ადგილი დაიკავა #1TVSPORT

თელავში 19-წლამდე გოგონთა ევროპის ჩემპიონატზე ხელბურთში საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთი მეორე მატჩში 32:27 დაამარცხა და ტურნირი მეცხრე ადგილზე დაასრულა.

ამ გუნდების პირველი შეხვედრა ორი დღის წინ გაიმართა და ბულგარელებმა 4 ბურთით მოიგეს. მეორე მატჩში ქართველმა გოგონებმა მეტოქეს ხუთი ბურთით აჯობეს, ორი  მატჩის ჯამში დაამარცხეს და ტურნირი მეცხრე ადგილზე დაასრულეს.

საქართველოს ნაკრები:

მეკარეები: ანანო გაწერელია (6 მოგერიება), ნატალი საბაშვილი, ანა დოლბაძე;

მარიამ ოდიკაძე (9 გოლი), თეკლა ძამუნაშვილი (7), ლიზი ქაჯაია (5), მარიამ ლაფერაძე (4), დიანა არაბიძე (4), ნატალი გაზაშვილი (3), ლიზი კვესელავა, ნინო ქებურია, გვანცა რურუა, მარიამ ქათამაძე, ლიზი ჯანდიერი, ანასტასია ესართია, ანა კოვზირიძე.