ხელბურთი | საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მეცხრე ადგილისთვის მატჩში ბულგარეთს შეხვდა #1TVSPORT
თელავში ევროპის ჩემპიონატი ხელბურთში 19-წლამდე გოგონათა შორის დასკვნით ფაზაშია.
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მე-9 ადგილისთვის პირველი მატჩი გამართა ბულგარეთის ნაკრებთან და 29:33 დამარცხდა.
ქართველი ხელბურთელები ბულგარელ თანატოლებთან კიდევ ერთ მატჩს 20 ივლისს გამართავენ და ორი შეხვედრის ჯამში გამარჯვებული მე-9 ადგილს დაიკავებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ბილგარეთთან:
ნატალი საბაშვილი (მეკარე, 9 მოგერიება), მარიამ ოდიკაძე (7 გოლი), ლიზი ქაჯაია (6), ძამუნაშვილი (5), დიანა არაბიძე (4), ნატალი გაზაშვილი (3), ლიზი კვესელავა (2), მარიამ ლაპერაძე (2), ნინო ქებურია, მარიამ ქათამაძე, ლიზი ჯანდიერი, ანასტასია ესართია, ანა კოვზირიძე.