ხელბურთი | საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მესამე მატჩი დიდ ბრიტანეთთან გამართა #1TVSPORT
ერთდღიანი შესვენების შემდეგ თელავში განახლდა ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატი 19-წლამდე გოგონათა შორის. საქართველოს ნაკრებმა მესამე მატჩი დიდი ბრიტანეთის ნაკრებთან გამართა და 28:31 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების შემდგენლობაში ყველაზე შედეგიანი დიანა არაბიძე იყო, რომელმაც 12 ბურთი გაიტანა და მასპინძელთაგან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, ჩვენი გუნდის მეკარეს, ანანო გაწერელიას 11 მოგერიება ჰქონდა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ანანო გაწერელია (11 მოგერიება), ნატალი საბაშვილი (1 მოგერიება); დიანა არაბიძე (12 გოლი), მარიამ ლაფერაძე (4), მარიამ ოდიკაძე (3), გვანცა რურუა (2), ანა კოვზირიძე (2), ლიზი ქაჯაია (2), ნატალი გაზაშვილი (1), ლიზი კვეშელავა (1), ლიზი ჯანდიერი (1), ნინო ქებურია, მარიამ ქათამაძე, ანასტასია მაჭანკალაძე, ანასტასია ესართია.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 16 ივლისს კოსოვოს ნაკრებთან გამართავს.