ხელბურთი | საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ერთა თასზე პირველი მატჩი მოიგო #TVSPORT
ხელბურთი | საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ერთა თასზე პირველი მატჩი მოიგო #TVSPORT

კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში დაიწყო ხელბურთში ევროპის ზონის ერთა თასის (IHF Trophy) გათამაშება 19-წლამდე გოგონათა შორის. საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი ჩაატარა და და დიდი ბრიტანეთი 36:35 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმი 16:18 დათმო, მაგრამ ქართველმა გოგონებმა მეორე ნახევარში შეძლეს თამაშის შემობრუნება და დაძაბულ ბრძოლაში ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 3 დეკემბერს ბელგიასთნ გამართავს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

დიანა არაბიძე, ნატალი გაზაშვილი, თეკლა ძამუნაშვილი, ანა კოვზირიძე, ლიზი ჯანდიერი, მარიამ ლაფერაძე, მარიამ ოდიკაძე, ანასტასია მაჭანკალაძე, ანანო გაწერელია, ლიზი ქაჯაია, მარიამ ქათამაძე, ლიზი კვესელავა, ნატალი საბაშვილი.

მთავარი მწვრთნელი: გიორგი გვაზავა.