ხელბურთი | საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს 12 ივლისს იტალიასთან გამართავს #1TVSPORT
ხელბურთი | საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს 12 ივლისს იტალიასთან გამართავს #1TVSPORT

12 ივლისს თელავში 19-წლამდე ხელბურთელ გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონატი იწყება. გათამაშებაში მონაწილეობს 10 ნაკრები მიიღებს: საქართველო, ბელგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, იტალია, კოსოვო, ლუქსემბურგი, სლოვაკეთი, უკრაინა.

საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 12 ივლისს, 16:30 საათზე გამართავს – ქართველი გოგონების მეტოქე იტალიის ნაკრები იქნება.

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:

12 ივლისი | იტალია – საქართველო

13 ივლისი | ბელგია – საქართველო

15 ივლისი | საქართველო – დიდი ბრიტანეთი

16 ივლისი | საქართველო – კოსოვო

ტურნირისთვის მოსამზადებელ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა შეკრება აზერბაიჯანში გაიარა და აზერბაიჯანულ კლუბებთან სამი საკონტროლო მატჩი გამართა – 43:16 დაამარცხა „ბაქო“, ხოლო „იდმან აკადემიასთან“ ერთი მატჩი მინიმალური ანგარიშით 29:30 დათმო, მეორე კი 39:36 მოიგო.