ხელბურთი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები IHF-ის თასზე ითამაშებს #1TVSPORT
ხელბურთი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები IHF-ის თასზე ითამაშებს #1TVSPORT

საქართველოს 18-წლამდე ხელბურთელთა ნაკრები IHF-ის თასის ევროპის ზონის გათამაშებაში მიიღებს მონაწილებას, რომელიც 13-დან 19 იანვრამდე კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში გაიმართება.

A ჯგუფში ქართველი ხელბურთელების მეტოქეები კვიპროსის, ალბანეთისა და დიდი ბრიტანეთის ნაკრებები იქნებიან. B ჯგუფში ბულგარეთი, კოსოვო და მოლდოვა მოხვდნენ.

საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგი:

14 იანვარი, 14:00 | საქართველო – კვიპროსი

15 იანვარი, 14:00 | ალბანეთი – საქართველო

16 იანვარი, 16:00 | საქართველო – დიდი ბრიტანეთი

ნახევარფინალები 17 იანვარს, ხოლო ფინალი და  მესამე ადგილისთვის  მატჩი 18 იანვარს გაიმართება.

ტურნირის გამარჯვებული IHF-ის თასის საკონტინენტთაშორისო ეტაპზე გააგრძელებს ბრძოლას და წარმატების შემთხვევაში მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.