ხელბურთი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები EHF-ის ჩემპიონატის პირველ დივიზიონში გადავიდა #1TVSPORT

14:27, 10.08.2026

თელავში დასრულდა EHF-ის ჩემპიონატის (Men’s 18 EHF Championship II) მეორე ჯგუფის მატჩები. შეჯიბრების ბოლო დღეს საქართველოს ნაკრები ფინალურ მატჩში ბულგარელ თანატოლებს შეხვდა, 28:35 დამარცხდა, ტურნირი მეორე ადგილზე დაასრულა და, ბულგარეთთან ერთად, EHF-ის ჩემპიონატის პირველ დივიზიონში (Championship I) თამაშის უფლება მოიპოვა.

ბულგარეთთან მატჩის საუკეთესო მოთამაშე ნიკოლოზ მამაულაშვილი გახდა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა.

ტურნირის დასრულების შემდეგ ორგანიზატორებმა სიმბოლური ნაკრები შეადგინეს, რომელშიც საქართველოს ნაკრების სამი წევრი მოხვდა – ნიკოლოზ მამულაშვილი, ვანო გურგენიძე და ვახტანგ ხარებაშვილი.

მსგავსი