ხელბურთი | საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა თურქეთის გუნდს მესამედაც მოუგო #1TVSPORT
ხელბურთი | საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა თურქეთის გუნდს მესამედაც მოუგო #1TVSPORT

საქართველოს 16-წლამდელ (2010 წელს დაბადებულები) ხელბურთელთა ნაკრებმა თბილისში სტუმრად მყოფ თურქეთის ნაკრებთან მესამე ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქე ამჯერადაც დაამარცხა – 41:37.

საქართველოს ნაკრების შეკრება თბილისში საქართველოს ხელბურთის ფედერაციის თაოსნობითა და პროექტ „მომავლის გუნდის“ ეგიდით იმართება.

თბილისში სტუმრად ესპანელი მწვრთნელები – პაბლო კამპოსი და ხავიერ სალვადორი იმყოფებიან, რომლებიც ახალგაზრდა ხელბურთელებს პრაქტიკულ და თეორიულ მეცადინეობებს  უტარებენ.


საქართველო – თურქეთი 41:29


საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: ლევან ტვილდიანი, დავით ყურელი (2 გოლი), დავით ქევხიშვილი (1), ზურაბ კუპრაშვილი, ლუკა ქალიაშვილი, მათე ერკელიჩი, ლუკა სინაურიძე (5), ნიკა კერესელიძე (5), საბა სოფრომაძე (3), ცოტნე ჟვანია (5), ზურაბ ციხისელი (2), არჩილ რავლიკაძე, ვლადიმერ სალუქვაძე, ლუკა აბშილავა (2), ნიკა ბიბლაია (5), გიორგი ქევხიშვილი, ილია ებრალიძე (2), სანდრო ზაქარიაშვილი, ანდრია ბურჯალიანი (5), აკაკი ჯომიდავა (4).

შეკრების მიმდინარეობისას საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან კიდევ ორი მატჩი გამართა და ორივე მოიგო – პირველი 28:24, მეორე კი – 35:25.