ხელბურთი | საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა თურქეთი მეორე მატჩშიც დაამარცხა #1TVSPORT
თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში გრძელდება საქართველოს 16-წლამდე ხელბურთელთა შეკრება, რომელიც საქართველოს ხელბურთის ფედერაციის მიერ შემუშავებული პროგრამის, „მომავლის გუნდის“ ეგიდით იმართება.
ვარჯიშების გარდა, ქართველი ჭაბუკები თბილისში სტუმრად მყოფ თურქეთის თანატოლთა ნაკრებთან ამხანაგურ მატჩებს მართავენ.
ამ გუნდების პირველი შეხვედრა 26 აგვისტოს საქართველოს ნაკრებმა 28:24 მოიგო. დღეს ისინი მეორედ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და გამარვება კვლავ ქართველ ხელბურთელებს დარჩათ – 35:25
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები თურქეთთან მესამე მატჩს 28 აგვისტოს კვლავ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართავს – შეხვედრა 17:30 საათზე დაიწყება.