ხელბურთი | საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში თურქეთი დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს ხელბურთის ფედერაციის მიერ შემუშავებული პროგრამის, „მომავლის გუნდის“ ეგიდით, თბილისში ახალგაზრდული (U16) ნაკრებების შეკრება მიმდინარეობს, რომელსაც ესპანელი სპეციალისტები – პაბლო კამპოსი და ხავიერ სალვადორი ხელმძრვანელობენ და ახალგაზრდა ხელბურთელებისთვის (როგორც გოგონების, ასევე ვაჟებისთვის) პრაქტიკულ და თეორიულ მეცადინეობებს ატარებენ.
პროექტის ფარგლებში საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ საქართველოში თურქეთის 16-წლამდელთა ნაკრები მოიწვია, რომელთანაც ჩვენი 16-წლამდელები (2010 წელს დაბადებულები) სამ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ.
პირველი შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში უკვე გაიმართა და ქართველმა ჭაბუკებმა თურეთის ნაკრები 28:24 დაამარცხეს.
საქართველო – თურქეთი 28:24
საქართველოს ნაკრები: ლევან ტვილდიანი, ერეკლე იაშვილი (7 გოლი), ანდრია ბურჯალიანი (6), ცოტნე ჟვანია (5), ნიკა კერესელიძე (4), ვლადიმერ სალუქვაძე (3), დავით ყურელი (1), ლუკა აბშილავა (1), აკაკი ჯომიდავა (1), დავით ქევხიშვილი, ზურაბ კუპრეიშვილი, ლუკა ქალიაშვილი, მათე ერკილიჩი, ლუკა სინაურაძე, საბა სოფრომაძე, ზურაბ ციხისელი, არჩილ რავლიკაძე, ნიკა ბიბლაია, გიორგი ქევხიშვილი, ილია ებრალძე, სანდრო ზაქარიაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი გვაზავა.
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები თურქეთთან კიდევ ორ მატჩს გამართავს – 27 და 28 აგვისტოს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში შეხვედრები 17:30 საათზე დაიწყება.