ხელბურთი | საქართველო ლიეტუვას 8 მარტს დაუპირისპირდება #1TVSPORT
ხელბურთი | საქართველო ლიეტუვას 8 მარტს დაუპირისპირდება #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ჯგუფში უნგრეთთან, შვეიცარიასთან და ლიეტუვასთან ერთად ასპარეზობს.

სატურნირო ცხრილში უნგრეთსა და შვეიცარიას ოთხ-ოთხი ქულა აქვთ, ხოლო ლიეტუვა და საქართველო მესამე-მეოთხე ადგილს იყოფენ ნული ქულით. მომდევნო თამაშში საქართველო ლიეტუვას დაუპირისპირდება. მატჩი 8 მარტს, 18:00 საათზე ოლიმპიურ სპორტის სასახლეში გაიმართება.

საკვალიფიკაციო ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო ნაკრების გარდა, გერმანიაში, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანიც იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

უკანა ხაზი: გიორგი ცხოვრებაძე, ნიკოლოზ კალანდაძე, ირაკლი კბილაშვილი, თეიმურაზ ორჯონიკიძე, მირიან გავაშელიშვილი, ზურიკო სიმონია, ზურაბ გოგავა

გარემარბები: გიორგი დიხამინჯია, ხაზეინ რუსტამოვი, ზურაბ აბრამიშვილი, ირაკლი გოგოლაძე

ხაზები: ერეკლე არსენაშვილი, გიორგი ლაპიაშვილი

მეკარეები: ზურაბ ცინცაძე, დავით ნიქაბაძე

ტიტე კალანდაძე (მთ. მწვრთნელი)

შოთა თევზაძე (მწვრთნელი)

მერაბ მეტრეველი (გუნდის უფროსი)

ლევან კაკუშაძე (ექიმი)

იური გოგიაშვილი (ფიზიოთერაპერტი)

შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.