ხელბურთი | საქართველო-ფინეთი დღეს, 19:00 საათზე, საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
ხელბურთი | საქართველო-ფინეთი დღეს, 19:00 საათზე, საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

დღეს ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ შეხვედრას გამართავს. ქართველი სპორტსმენები ფინელებს დაუპირისპირდებიან.

ჩვენს გუნდს, როგორც ცნობილი იყო, ტრავმის გამო დააკლდებოდნენ ნიკოლოზ კალანდაძე და ხაზეინ რუსტამოვი; სამწუხაროდ, ტრავმირებულთა რიცხვს ერეკლე არსენაშვილი და ირაკლი ჩიქოვანიც დაემატნენ.

განმეორებითი შეხვედრა 9 იანვარს ფინეთში გაიმართება. საქართველოსა და ფინეთის ნაკრებებს შორის შეხვედრა 19:00 საათზე თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში დაიწყება. დასწრება თავისუფალია (აუცილებელია კოვიდრეგულაციების დაცვა). მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.