ხელბურთი | სანდრო დარსანია ჩრდილოეთ მაკედონიაში ითამაშებს #1TVSPORT
ხელბურთი | სანდრო დარსანია ჩრდილოეთ მაკედონიაში ითამაშებს #1TVSPORT

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების წვრი სანდრო დარსანია ჩრდილოეთ მაკედონიის კლუბ „პრილეპში“ ითამაშებს – ტრანსფერის შესახებ ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

21 წლის დარსანია საქართველოში „პეგასში“ თამაშობდა, შემდეგ პორტუგალიის ჩემპიონატში, „ბელენენსესში“ გადავიდა – თავიდან 20-წლამდელებში გამოდიოდა (3 მატჩი, 5 გოლი), ძირითად გუნდში კი 2023/24 წლების სეზონში 19 მატჩში 21 გოლი გაიტანა.

„პრილეპი“ მაკედონიის ჩემპიონატის სუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნელად მებრძოლთა ჯგუფში ბოლო ტურის წინ 13 ქულით მეორე ადგილზეა და ახალი სეზონიდან კვლავ სუპერლიგაში ითამაშებს (ბოლო ტურში გუნდი 7 ივნისს „სტრუგას“ შეხვდება, რომელსაც 8 ქულა და სუპერლიგაში დარჩენის მცირე შანსი აქვს).

აღსანიშნავია, რომ ჩრდილეოთ მაკედონიის „ოჰრიდში“ საქართველოს ნაკრების კაპიტანი თეიმურაზ ორჯონიკიძე თამაშობს, ლევან იმნაძე კი „პრილეპის“ ღირსებას იცავს.

 

View this post on Instagram

 

A post shared by РК Прилеп 2010 (@rk.prilep)