ხელბურთი - ქუთაისი ჩემპიონატის ლიდერია
ხელბურთი - ქუთაისი ჩემპიონატის ლიდერია

ქუთაისის სპორტის სასახლეში, საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მატჩში ქვეყნის ჩემპიონმა და თასის მფლობელმა, ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებმა“ თბილისის „პეგასი“ 35-24 დაამარცხა. გათამაშების ლიდერმა, ქუთაისმა კი გორს 62-42 მოუგო.

წლის ბოლომდე კიდევ ორი ტური ჩატარდება. პირველი წრე თბილისში10-11 დეკემბერს გაიმართება და 17-18 დეკემბერს ქუთაისში დასრულდება. გათამაშებას 10 ქულით ქუთაისი ლიდერობს, მეორეზე 8 ქულით ბათუმის „შავი ზღვის ბიჭები“, 6-6 ქულა აქვს „სტუ-იმედს“, „პეგასსა“ და სამტრედიას. „იმედი“ დარჩენილ ორ მატჩში ქუთაისსა და ბათუმს ხვდება, ხოლო სამტრედია და „პეგასი“ 10 დეკემბერს ითამაშებენ ერთმანეთში.

მეორე და მესამე წრეს გუნდები 2020 წელს გამართავენ, 4 საუკეთესო გუნდი კი ჩემპიონს ფინალური ოთხეულის ფორმატით გამოავლენს.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი2019-20

კაცები, უმაღლესი ლიგა.

10 დეკემბერი, თბილისი

გორი – წყალტუბო, პეგასი – სამტრედია

11 დეკემბერი, თბილისი

გორი – სამტრედია, პეგასი – წყალტუბო

17 დეკემბერი, ქუთაისი

BSB ბათუმი – სპორტუნი, ქუთაისი – იმედი-სტუ

18 დეკემბერი, ქუთაისი

BSB ბათუმი – იმედი-სტუ, ქუთაისი – სპორტუნი