ხელბურთი | ორჯონიკიძემ თასზე რვა გოლი გაიტანა - „ოჰრიდი“ ოთხთა ფინალში ითამაშებს #1TVSPORT
ხელბურთი | ორჯონიკიძემ თასზე რვა გოლი გაიტანა - „ოჰრიდი“ ოთხთა ფინალში ითამაშებს #1TVSPORT

ქართველი ლეგიონერებმა თავიანთ კლუბებში მორიგი შედეგიანი მატჩები ჩაატარეს.

რუმინეთის ჩემპიონატში „ტურდამ“ საკუთარ მოედანზე „ფოქსანი“ 35:27 დაამარცხა, რაშიც წვლილი საქართველოს ნაკრების წევრმა, ირაკლი კბილაშვილმაც შეიტანა – 4 გოლი, 1 საგოლე გადაცემა – ასეთია მისი მონაგარი.

სლოვაკეთის ჩემპიონატის პლეი აუტის ბოლო შეხვედრაში „მოდრასთან“ წაგების (24:25) მიუხედავად, „ჰლოჰოვაცმა“ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. ბოლო შეხვედრაში გიგა მელიავამ ერთი გოლი მიითვალა.

უტევს ირაკლი კბილაშვილი

გერმანიის ობერლიგაში „ჰერმსდორფმა“ საკუთარ მოედენაზე „იენასთან“ დაძაბული მატჩი 28:30 დათმო. „ჰერმსდორფში“ გიგა ზარნაძემ ორი გოლი გაიტანა.

ჩრდილოეთ მაკედონიაში „ოჰრიდმა“ „ტიკვეში“ 34:25 დაამარცხა და ქვეყნის თასის ოთხთა ფინალში ითამაშებს. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თემურ ორჯონიკიძემ 8 გოლი გაიტანა.

„ოჰრიდის“ გარდა, ოთხთა ფინალში „ვარდარი“, „პელისტერი“ და „ალკალოიდი“ ითამაშებენ, მატჩები მაისში გაიმართება.