ხელბურთი | მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის ტიტე კალანდაძემ შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
ხელბურთი | მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის ტიტე კალანდაძემ შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები 19 და 21  მარტს თელავში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეიოფის მატჩებს გამართავს ისრაელის ნაკრებთან.

ცნობილია იმ ხელბურთელების ვინაობა, ვინც ამ შეხვედრებისთვის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტე კალანდაძემ გამოიძახა.

გუნდს ტრავმების გამო კაპიტანი თეიმურაზ ორჯონიკიძე, ერეკლე არსენაშვილი და ზურაბ გოგავა დააკლდებიან.

19 მარტს თელავში მატჩი 18:00 საათზე დაიწყება, 21 მარტს კი – 16:00 საათზე.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

12. ზურაბ ცინცაძე (მეკარე). 87. დავით ნიქაბაძე (მეკარე), 3. გიორგი ლაპიაშვილი, 5. ვახტანგ ხელისუფალი, 7. ხაზეინ რუსტამოვი, 9. გიორგი არეშიძე, 10. ირაკლი კბილაშვილი,   11. გიორგი ცხოვრებაძე, 26. ნიკოლოზ ბიბლაია, 27. ნიკოლოზ კალანდაძე,  28. დავით გრიშიკაშვილი,  33. ლუკა ლანჩავა, 34. მირიან გავაშელიშვილი, 35. ლევან იმნაძე, 52. საბა ბუიღლიშვილი, 55. ნიკოლოზ მამულაშვილი, 71. გიორგი დიხამინჯია.

ამ წყვილში გამარჯვებული პლეიოფის გადამწყვეტ შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება და გამარჯვებული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.