ხელბურთი | მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT

18:48, 31.01.2026

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონტზე მოსახვედრად იბრძოლებს. ქართველი ხელბურთელები შესარჩევის ტურნირის პირველ ეტაპზე ორ მატჩს (შინ და სტუმრად) ისრაელის გუნდთან გამართავენ.

19 მარტი, თელავი

საქართველო-ისრაელი

21 მარტი, თელ-ავივი

ისრაელი-საქართველო

ამ ეტაპის დაძლევის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი მატჩის ჩატარება მოუწევს, რომლის მეტოქე 31 იანვარს, დანიის ქალაქ ჰერნინგში ჩატარებულმა წილისყრამ გამოავლინა – ისრაელის ნაკრებთნ მოგების შემთხვევაში საქართველოს ნაკრების მეტოქე ესპანეთის ნაკრები იქნება.

პირველი მატჩი 13/14 მაისს საქართველოში გაიმართება, საპასუხო კი 16/17 მაისს – ესპანეთში.

პლეი ოფში გამარჯვებული ნაკრები 2027 წელს გერმანიაში, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

მსგავსი