ხელბურთი | ირაკლი კბილაშვილმა „ტურდასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების წევრმა, ირაკლი კბილაშვილმა „ტურდასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა და კვლავ რუმინული კლუბის ღირსებას დაიცავს.
„მინდა, გამოვხატო ჩემი მადლიერება „ტურდას“ მიმართ. კლუბში ყველა პირობა გვაქვს, ეს არის ადგილი, სადაც თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში.
აუცილებლად უნდა აღვნიშნო გუნდის ქომაგები, რომლებიც მატჩებზე საოცარ ატმოსფეროს ქმნიან. მათი ენერგია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. მოუთმენლად ველი დარბაზში დაბრუნებას“, – ასე გამოეხმაურა კბილაშვილი კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას.
რუმინეთის ჩემპიონატში „ტურდას“ 13 მატჩი აქვს ჩატარებული და 33 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.