ხელბურთი | გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგაში შვიდი გოლი გაიტანა – „ზაგრებმა“ „პარი სენ-ჟერმენი“ დაამარცხა #1TVSPORT
ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურის მატჩი გამართა „ზაგრებმა“, სადაც გიორგი ცხოვრებაძე თამაშობს – ხორვატიის ჩემპიონმა საკუთარ დარბაზში „პარი სენ-ჟერმენი“ 29:28 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების ლიდერი „ზაგრების“ შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და მოგებაში თავისი წვლილი შეიტანა – ცხოვრებაძის ანგარიშზე 7 გოლია, მასპინძელთაგან მასზე მეტი (8) იგორ ბიალიაუსკმა გაიტანა.
ხუთი ტურის შემდეგ „ზაგრები“ 4 ქულით მესამე ადგილზეა, ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ხორვატები ჯგუფის აუტსაიდერ „ცელიესთან“ 28 ოქტომბერს გამართავენ.