ხელბურთი | გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონათა ლიგაში „ოლბორგს“ ხუთი გოლი გაუტანა #1TVSPORT

00:04, 15.10.2026

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში გიოგრი ცხოვრებაძის „ზაგრებმა“ გასვლითი მატჩი გამართა დანიაში, სადაც „ოლბორგთან“ დაძაბულ შეხვედრაში 33:34 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების ლიდერი ზაგრებელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო – მის ანგარიშზე 5 გოლია.

„ზაგრები“ ოთხი ტურის შემდეგ ორი ქულით მესამე ადგილზეა. მომდევნო მატჩს ხორვატიის ჩემპიონი 21 ოქოტმბერს საკუთარ დარბაზში „პარის სენ-ჟერმენთან“ გამართავს.

მსგავსი