საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების წევრი, გიორგი არეშიძე კარიერას სერბეთში გააგრძელებს და „ვრანიეში“ ითამაშებს – ინფორმაცია კლუბის ოფიციალური გვერდი ადასტურებს.
„ჩვენი კლუბი ახალი სეზონისთვის გაძლიერებას განაგრძობს. მოხარული ვართ გაცნობით, რომ „ვრანიეში“ ჩაირიცხა საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა, ნიჭიერი მოთამაშე გიორგი არეშიძე.
21 წლის ხელბურთელს უკვე აქვს უცხოურ კლუბებში თამაშის გამოცდილება. კარიერა საქართველოში, „პეგასში“ დაიწყო (2017-2023), თამაშობდა „ტიმიშოარაში“ (2024), ბოლოს კი „ალექსანდრიაში“ გამოდიოდა.
ხშირად იწვევდნენ საქართველოს ასაკობრივი ნაკრებებში (U18, U19), არის საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი.
გვჯერა, გიორგი არეშიძის გამოცდილება „ვრანიეს“ დადებითად წაადგება. კეთილი იყოს შენი მობრძანება, გიორგი“, – წერია კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე.