ხელბურთი | გიგა ზარნაძე კარიერას გერმანიის მესამე ლიგის გუნდ „ჰამბურგ ბარმბეკში“ გააგრძელებს #1TVSPORT

14:49, 21.08.2026

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების წევრი, გიგა ზარნაძე გერმანიის მესამე ლიგის კლუბ „ჰამბურგ ბარმბეკში“ ითამაშებს – ტრანსფერი გერმანულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

„გიგა ზარნაძე ჩვენი კლუბის მეხუთე ახალწვეულია. 26 წლის ქართველი ხელბურთელი გამოირჩევა დაცვაში კარგი თამაშით. ზარნაძემ 2026 წელს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა. მომავალ სეზონში მისი გამოცდილება წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება“.

ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ კომენტარი გიგა ზარნაძემაც გააკეთა.

„ახალ გუნდში ჩარიცხვით ბედნიერი ვარ. მინდა, მადლობა ვუთხრა კლუბის ხელმძღვანელობას, რომ აქ თამაშის შესაძლებლობა მომცეს. თანაგუნდელებთან ერთად რამდენიმე ვარჯიში ჩავატარე, გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა, მოთამაშეები მოტივირებული არიან და მოუთმენლად ველით ახალი სეზონის დაწყებას.

ჩემთვის გერმანიის მესამე ლიგაში თამაში ახალი გამოწვევაა, რაც მომავალში განვითრებისთვის დამეხმარება. ჩემის მხრივ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდს დასახული მიზნების მიღწევაში დავეხმარო“.

„ჰამბურგ ბარმბეკში“ გადასვლამდე ზარნაძე გერმანიის „ჰერმსდორფში“ თამაშობდა, რომლის შემადგენლობაშიც 21 მატჩში 94 გოლი გაიტანა.

მსგავსი