საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების წევრი გიგა მელიავა კარიერას საბრძნეთის ქალაქ ედესას კლუბ „აეროპოსში“ გააგრძელებს – ინფორმაციას ბერძნულ კლუბი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„სიამოვნებით ვაცხადებთ, რომ 2025–2026 წლების სეზონში ჩვენი გუნდის მაისურით ქართველ ხელბურთელი გიგა მელიავა ითამაშებს.
მელიავა უკანა ხაზის მოთამაშეა, მან გასულ სეზონში წარმატებით ითამაშა სლოვაკეთის პირველი ლიგის კლუბ „ჰლოჰოვეცში“, სადაც სეზონში 100 გოლი გაიტანა.
მელიავა იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი, სულ ახლახანს კი საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაშიც მოსინჯა ძალები.
საქართველოსა და სლოვაკეთის გარდა, თამაშობდა სერბეთში.
გულით ვესალმებით გიგას ჩვენს ოჯახში და ვუსურვებთ წარმატებას და გამარჯვებებით სავსე სეზონს“, – წერია ბერძნული კლუბის განცხადებაში.