ხელბურთი | ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT
ხელბურთი | ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT

ლისაბონში ხელბურთში ევროპის 2028 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრების მეტოქეების ვინაობა გახდა ცნობილი.

ქართველი ხელბურთელები მეორე შესარჩევ ჯგუფში იასპარეზებენ, სადაც მათი მეტოქეები ნორვეგიის, ავსტრიისა და თურქეთის  ნაკრებები იქნებიან.

საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 2026 წლის ნოემბერში დაიწყება და 2027 წლის მაისში დასრულდება.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილე 32 გუნდიდან ფინალური ეტაპის საგზურს 20 გუნდი მოიპოვებს – რვა შესარჩევი ჯგუფის პირველ-მეორეადგილოსნები და ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი.