ხელბურთი | დავით გრიშიკაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონატში ითამაშებს #1TVSPORT
ხელბურთი | დავით გრიშიკაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონატში ითამაშებს #1TVSPORT

საქართველოს ხელბურთელთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი დავით გრიშიკაშვილი კარიერას ჩრდილოეთ მაკედონიის კლუბში, „ბუთელე სკოპიეში“ გააგრძელებს.

2007 წელს დაბადებული ხელბურთელისთვის ეს კარიერაში პირველი უცხოური კლუბია.

დავით გრიშიკაშვილი საქართველოში „სტუ პეგასის“ ღირსებას იცავდა. იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და საუკეთესო ბიმბარდირი, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტე კალანდაძემ რამდენჯერმე ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახა.

„ბუთელე სკოპიემ“ ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონატში გამოსვლა მეექვსე ადგილზე დაასრულა.