ხელბურთი | დანიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა #1TVSPORT
დასრულდა ხელბურთელ ვაჟთა მსოფლიო ჩემპიონატი – ფინალურ შეხვედრაში დანიის ნაკრებმა ხორვატია 32:26 დაამარცხა და ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.
ფინალური მატჩის საუკეთესო ბომბარდირი დანიელი მატიას გიდსელი გახდა, რომელმაც ხორვატებს 10 გოლი გაუტანა.
ფინალამდე დანიამ ნახევარფინალში პორტუგალიას 40:27 სძლია, მეოთხედფინალში კი ბრაზილიის ნაკრები 33:21 დაამარცხა.
ფინალამდე მესამე ადგილისთვის მატჩში საფრანგეთის ნაკრებმა დაძაბულ შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრები 35:34 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.