ხელბურთი | აკა პატაშური კარიერას გერმანიაში განაგრძობს #1TVSPORT
ხელბურთი | აკა პატაშური კარიერას გერმანიაში განაგრძობს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ხელბურთელი აკა პატაშური გერმანიის რეგიონულ ლიგაში ითამაშებს.

„ჩვენი კლუბი საქართველოს ნაკრების ხელბურთელით გაძილერდა – აკა პატაშურმა „ლუბენაუსთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

პატაშურს თამაშის გამორჩეული ხედვა და საერთაშორისო გამოცდილება უმაგრებს ზურგს. იგი ჩვენი გუნდის თამაშს მრავალფეროვნებას შემატებს.

მან კარიერა 12 წლის ასაკში საქართველოში, „პეგასში“ დაიწყო. იწვევდნენ საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში. 2024 წლის ნოემბერში საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთსა და ისლანდიის ნაკრებებთან მატჩებში მონაწილეობდა.

პატაშურს საერთაშორისო გამოცდილებაც აქვს – თამაშობდა საბერძნეთის კლუბ „დიომიდის არგოსში“, საიდანაც კვლავ საქართველოში დაბრუნდა და ბოლოს ბსბ-ს ღირსებას იცავდა.

კეთილი იყოს შენი მობრძანება, აკა, წინ ორი წარმატებული და ემოციებით სავსე სეზონი გველის“, – ასე წარადგინა გერმანულმა კლუბმა ქართველი ახალწვეული.