ხელბურთელთა ნაკრების წარმატებული სტარტი ევრო 2022-ის შესარჩევზე
ხელბურთელთა ნაკრების წარმატებული სტარტი ევრო 2022-ის შესარჩევზე

საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა, ევრო 2022-ის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი, მალტაში გამარჯვებით დაიწყო. საქართველო „ბ“ ჯგუფში მასპინძელთა ეროვნულ გუნდს შეხვდა და მეტოქეს 48:21 სძლია. აზერბაიჯანმა კვიპროსს 25:17 მოუგო. ჩვენი ნაკრები მომდევნო მატჩს დღეს, თბილისის დროით 19:00 საათზე აზერბაიჯანის წინააღმდეგ ჩაატარებს.

„ა“ ჯგუფში ბრიტანეთის ნაკრები ბულგარეთთან 20:24 დამარცხდა. ლუქსემბურგმა კი ირლანდიას 35:18 სძლია. შეგახსენებთ, რომ ევრო 2022-ის მეორე ეტაპზე ჯგუფის გამარჯვებული გადის.

საქართველო – მალტა 48-21
საქ: თევზაძე, ტორონჯაძე – ცხოვრებაძე 11, კბილაშვილი 7, ჭანტურია 7, აბრამიშვილი 6, ორჯონიკიძე 4, დიხამინჯია 4, გოგოლაძე 3, წითელიშვილი 2, იმნაძე 2, არსენაშვილი 2, ჩიქოვანი, მაისურაძე, დათუკაშვილი, მსხვილიძე – მწვ. რაშიჩი
მალ: დ. ტანტი, კ. მიფსუდი – დი პილატო 5, ბორგი 4, ფენეჩი 2, მაკქლინი 2, ფ. მიფსუდი 2, გარგანო 2, რიცო 2, ნაუდი 1, მელი 1, ბალდაკინო, მაგრო, ბენ მუსა, ა. ტანტი, კარუანა – მწვ. ატარდი

12 იანვარი. 19:00 აზერბაიჯანი – საქართველო, 21:30 მალტა – კვიპროსი
13 იანვარი. 17:00 კვიპროსი – საქართველო, 19:30 აზერბაიჯანი – მალტა,