ხელბურთელ ვაჟთა ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის შედეგები
ხელბურთელ ვაჟთა ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის შედეგები

ხელბურთელ ვაჟთა ეროვნული ჩემპიონატის პირველ ტურში ქვეყნის ჩემპიონმა, თელავის „იმედმა“ ანგარიშით 43-26 „სამტრედია“ დაამარცხა, ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებმა“ „პეგასს“ 41-37 მოუგეს, „სტუ-ქარიშხალამ“ „წყალტუბოს“ 41-26, ხოლო „ქუთაისმა“ „გორს“ 44-35 სძლია.

მეორე, მესამე და მეოთხე ტურები 28-30 ნოემბერს სპორტკომპლექს „არენის“ მეორე დარბაზში გაიმართება. დეკემბერში უმაღლესი ლიგის რვა გუნდი პირველ წრეს დაამთავრებს.

28 ნოემბერი
12:00 BSB ბათუმი – სტუ-ქარიშხალა
14:00 სამტრედია – გორი
16:00 იმედი თელავი – ქუთაისი
18:00 პეგასი – წყალტუბო