ხეცურიანი ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილზე გავიდა, საქართველოს ნაკრებმა ტურნირი ხუთი მედლით დაასრულა #1TVSPORT
ხეცურიანი ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილზე გავიდა, საქართველოს ნაკრებმა ტურნირი ხუთი მედლით დაასრულა #1TVSPORT

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჯონი ხეცურიანმა (67კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ქართველი ფინალში აზერბაიჯანელ ჰასრათ ჯაფაროვს დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ტურნირი ხუთი მედლით დაასრულა, რომლებიც ჯონი ხეცურიანმა (ვერცხლი), ლერი აბულაძემ (ოქრო), ნუგზარ წურწუმიამ (ბრინჯაო), ლაშა გობაძემ (ბრინჯაო) და იაკობ ქაჯაიამ (ბრინჯაო) მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ ზაგრებში რამდენიმე დღის წინ დასრულებულ კონტინენტის პირველობაზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველო ნაკრებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.