ხეცურიანი და თიბილაშვილი პარალიმპიადის ნახევარფინალში არიან #1TVSPORT
ხეცურიანი და თიბილაშვილი პარალიმპიადის ნახევარფინალში არიან #1TVSPORT

ტოკიოს პარალიმპიადაზე წარმატებული გამოსვლა განაგრძეს ქართველმა ეტლით მოფარიკავეებმა – ირმა ხეცურიანმა და ნინო თიბილაშვილმა. ხმლით ფარიკაობის ინდივიდუალურ პირველობაში ქართველი პარალიმპიელები ნახევარფინალში იასპარეზებენ.

ირმა ხეცურიანი

ხეცურიანმა (B კატეგორია) იტალიელ როსანა პასკინოსთან მეოთხედფინალში ნამდვილი სასწაული მოახდინა. აპენინელი თითქმის სულ წინ იყო და შეხვედრის ბოლოს 14:10-ზე ოთხმაგი მატჩბოლი ჰქონდა, მაგრამ ხეცურიანმა შეძლო ზედიზედ ხუთი ჩხვლეტის განხორციელება და 15:14 მოგება.

ნახევარფინალში ხეცურიანის მეტოქე ჩინელი შუმეი ტანი იქნება, რომელიც მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია.

 

ჯგუფური ეტაპი

ხეცურიანი VS იანა (ტაილანდი) 4:5

ხეცურიანი VS სიაო (ჩინეთი) 4:5

ხეცურიანი VS ტაუბერი (გერმანია) 5:2

ხეცურიანი VS პასკანო (იტალია) 5:4

ხეცურიანი VS ჰეიესი (აშშ) 5:1

 

1/4 ფინალი

ხეცურიანი VS პასკინო (იტალია) 15:14

 

1/2 ფინალი

ხეცურიანი VS ტანი (ჩინეთი)

 

ნინო თიბილაშვილი

რაც შეეხება ნინო თიბილაშვილს, მისი მეოთხედფინალი უკრაინელ ნატალია მორკვიჩთან ასევე ძალიან დაძაბული გამოვიდა. ქართველი სულ წინ იყო – იგებდა 11:8-ს, 13:10-ს, რა დროსაც უკრაინელმა, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატებზე შვიდი მედალი აქვს მოპოვებული, მათ შორის, სამი – ოქროსი, ზედიზედ სამი წარმატებული შეტევა ჩაატარა და ანგარიში გაათანაბრა – 13:13, თუმცა, შემდეგი ორი ჩხვლეტა თიბილაშვილისა იყო და ისიც ნახევარფინალში იბრძოლებს.

აქაც მისი მეტოქე უკრაინელი იქნება – რიოს პარალიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატების ცხრაგზის მედალისტი ევგენია ბრეუსი.

ჯგუფური ეტაპი

თიბილაშვილი VS სიჩოვა (ROC) 5:0

თიბილაშვილი VS მორელი (კანადა) 5:2

თიბილაშვილი VS დროსძი (პოლონეთი) 1:5

თიბილაშვილი VS გუსი (ჩინეთი) 4:5

 

1/8 ფინალი

თიბილაშვილი VS ტრივილია (იტალია) 15:9

 

1/4 ფინალი

თიბილაშვილი VS მარკოვიჩი (უკრაინა) 15:13

 

1/2 ფინალი

თიბილაშვილი VS ბეუსი (უკრაინა)

 

ნახევარფინალური ორთაბრძოლები თბილისის დროით 11 საათზე დაიწყება.