ხავი სიმონსი კარიერას „ტოტენჰემის“ შემადგენლობაში გააგრძელებს #1TVSPORT
ნიდერლანდელი შემტევი ნახევარმცველი ხავი სიმონსი კარიერას ლონდონის „ტოტენჰემში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
როგორც რომანო წერს, „ტოტენჰემი“ გერმანულ „ლაიფციგს“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს გადაუხდის. ბონუსს მიიღებს „პარი სენ-ჟერმენიც“, საიდანაც სიმონსი „ლაიფციგს“ შეუერთდა.
გერმანულმა კლუბმა სიმონსის კონტრაქტი პსჟ-დან 2025 წლის დასაწყისში გამოისყიდა. გასულ სეზონში ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 11 გოლი და შეასრულა 8 საგოლე გადაცემა.
22 წლის სიმონსს ნიდერლანდების ნაკრებში 28 მატჩი აქვს ჩატარებული.