ხავი მარტინესი ესპანეთში დაბრუნებას არ გამორიცხავს
ხავი მარტინესი ესპანეთში დაბრუნებას არ გამორიცხავს

„ბაიერნის“ 31 წლის ნახევარმცველი ხავი მარტინესი აცხადებს, რომ კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. ფეხბურთელის თქმით, მის გეგმებში ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია ან ესპანეთში დაბრუნება შედის.

„ჩემი კონტრაქტი „ბაიერნთან“ 2021 წელს იწურება და ყველაფრისთვის მზად ვარ. აქ ძალიან კარგი პერიოდი მქონდა, მაგრამ ახლა ჩემს მომავალთან დაკავშირებით ცოტა გაურკვევლობაა. უნდა შევხედოთ, როგორი იქნება საფეხბურთო ბაზარი და დასრულდება თუ არა ამ სეზონის ჩემპიონთა ლიგა. თუ წავალ, ყველაფრისთვის მზად ვარ. არ გამოვრიცხავ, რომ ამერიკაში, ავსტრალიაში ან ესპანეთში გავაგრძელო კარიერა. ექვსი არაჩვეულებრივი წელი გავატარე ბილბაოში და „ატლეტიკში“ დაბრუნების ვარიანტი ჯერ კიდევ არსებობს“, – მოჰყავს მარტინესის სიტყვები „გოლს“.

„ბაიერნში“ მარტინესი 2012 წლიდან თამაშობს, მანამდე კი ბილბაოს „ატლეტიკისა“ და „ოსასუნას“ ღირსებას იცავდა. მისი სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 13 მილიონ ევროა.