ხავი ერნანდესმა „ლევერკუზენის“ გაწვრთნაზე უარი თქვა #1TVSPORT
ხავი ერნანდესმა „ლევერკუზენის“ გაწვრთნაზე უარი თქვა #1TVSPORT

„ბარსელონას“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა გერმანული კლუბის, „ლევერკუზენის“ გაწვრთნაზე უარი თქვა, – ინფორმაციას ესპანური გამოცემა „მარკა“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, სპეციალისტმა უარის მიზეზად კლუბის სტრუქტურული გაუმართავობა დაასახელა, ასევე არადამაკმაყოფილებელი შედეგები.

„ლევერკუზენმა“ მიმდინარე სეზონის წინ მთავარ მწვრთნელად ნიდერლანდელი ერიკ ტენ ჰაგი დანიშნა, თუმცა მან ამ პოსტზე მხოლოდ ორი თამაში დაჰყო, ის რამდენიმე დღის წინ თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ხავი ერნანდესმა „ბარსელონა“ 2024 წელს დატოვა და მას შემდეგ არსად უმუშავია.