ხავი ერნანდესი ახლოსაა, საუდის არაბეთის ლიგის გუნდი „ალ იტიჰადი“ ჩაიბაროს #1TVSPORT
ხავი ერნანდესი ახლოსაა, საუდის არაბეთის ლიგის გუნდი „ალ იტიჰადი“ ჩაიბაროს #1TVSPORT

45 წლის ესპანელი სპეციალისტი ხავი ერნანდესი, შესაძლოა, კვლავაც სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგეს, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

როგორც რომანო წერს, საუდის არაბეთის ლიგის გუნდის, „ალ იტიჰადის“ წარმომადგენლები უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს ესპანელ სპეციალისტთან და მხარეები შეთანხმების მიღწევასთან ძალიან ახლოს არიან.

„ალ იტიჰადმა“ საუდის პრო ლიგის ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე „ალ ნასრისთან“ მატჩი 0:2 დათმო, რის შემდეგაც გუნდის მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი თანამდებობიდან გათავისუფლდა.

ხავი ბოლოს „ბარსელონას“ წვრთნიდა და 2024 წლიდან დღემდე უმუშევარია.