ხათუნა სამნიძე - ველოდები, რომ პრემიერ-მინისტრის საპარლამენტო მოსმენის დროს „ქართული ოცნების“ მხრიდან იქნება ტაშის დაკვრა და მისი ქება
ხათუნა სამნიძე - ველოდები, რომ პრემიერ-მინისტრის საპარლამენტო მოსმენის დროს „ქართული ოცნების“ მხრიდან იქნება ტაშის დაკვრა და მისი ქება

ოპოზიციონერ დეპუტატ ხათუნა სამნიძეს აქვს მოლოდინი, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საპარლამენტო მოსმენის დროს „ქართული ოცნების“ მხრიდან იქნება „ტაშის დაკვრა და მისი ქება“.

როგორც ჟურნალისტებს სამნიძემ განუცხადა, პარლამენტი მაკონტროლებელ ფუნქციას არ ასრულებს, საკანონმდებლო ორგანო მთავრობას არ აკონტროლებს.

„ველოდები, რომ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საპარლამენტო მოსმენის დროს „ქართული ოცნების“ მხრიდან იქნება ტაშის დაკვრა და პრემიერის ქება. გიორგი გახარიას კრიზისის მენეჯერს ეძახდნენ და ახლა სხვა პოზიციაზე არიან. პრემიერის მიმართ მთავარი კითხვა მექნება პანდემიასა და იმ პროექტებზე, რაზეც არაფერია ნათქვამი ანგარიშში; ასევე გვაინტერესებს 20 ივნისის დაზარალებულების კომპენსაციაზე და გამოხატვის თავისუფლებაზე, როგორც ჩანს, გარანტირებული არ არის“, – განაცხადა სამნიძემ.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის საქმიანობის შესახებ პარლამენტს წლიურ ანგარიშს დღეს წარუდგენს.