ხათუნა სამნიძე - მოგვიწია კამათი საკითხზე, რომლის თანახმადაც, ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა იყოს
ხათუნა სამნიძე - მოგვიწია კამათი საკითხზე, რომლის თანახმადაც, ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა იყოს

მოგვიწია კამათი საკითხზე, რომლის თანახმადაც, ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა იყოს, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც კაჭრეთში იმართება.

„ერთ-ერთი საკითხი, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტში დევს, არის ის, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა იყოს. ამ საკითხზე მოგვიწია კამათი. მძიმე მოლაპარაკებების ერთ-ერთი თანმდევი საკითხი იყო, რომ საშინელი უნდობლობაა მხარეებს შორის და ეს ნდობა ხელმოწერის შემდეგ არ აღდგენილა.

საქმიანი ურთიერთობის მიუხედავად, ნდობა ძალიან მცირეა იმისთვის, რომ ადვილად შევთანხმდეთ მთელ რიგ საკითხებზე. როგორ უნდა შეირჩეს მოადგილე, საფრთხეები სად არის, მსჯელობის საგანია. მექანიზმებსა და საფრთხეებზე ღიად უნდა ვისაუბროთ. როცა ვერ ვთანხმდებით, დროს ვიღებთ. 24 მაისამდე არის დრო, რომ წარმოვადგინოთ, რაში ვხედავთ გამოსავალს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რომ არჩევნების მიმართ ნდობა არსებობს“, – აცხადებს სამნიძე.