ხათუნა სალუქვაძე - ვასრულებ საქმიანობას ლიეტუვაში, რომელიც უკვე სამშობლოს დარად მიყვარს
ხათუნა სალუქვაძე - ვასრულებ საქმიანობას ლიეტუვაში, რომელიც უკვე სამშობლოს დარად მიყვარს

ხათუნა სალუქვაძე ლიეტუვაში საქართველოს ელჩის რანგში საქმიანობას მარტის ბოლოს დაასრულებს. ამასთან დაკავშირებით, დიპლომატი სოციალურ ქსელში  პოსტს აქვეყნებს. სალუქვაძე ამბობს, რომ მზადაა პროფესიულ დონეზე ახალი გამოწვევებისთვის.

ლიეტუვაში ჩემი თითქმის 6-წლიანი საქმიანობა დასასრულს უახლოვდება. დაახლოებით ორ თვეში დავასრულებ სამსახურს ელჩის რანგში ქვეყანაში, რომელიც ახლა უკვე ჩემი სამშობლოს დარად მიყვარს. ვამაყობ, რომ საკუთარ ქვეყანას წარმოვადგენ ლიეტუვაში. ჯერ კიდევ ბევრი საქმეა წინ, სანამ ლიეტუვას დავტოვებ, თუმცა დამშვიდობების სეზონს გახსნილად ვაცხადებ“, – წერს სალუქვაძე.

პირველი აპრილიდან ლიეტუვაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას ლევან ღვაჩლიანი დაიკავებს.

დატოვე კომენტარი