ხატია დეკანოიძე - სრულიად ვეთანხმები სააკაშვილს, ნიკა მელიას უპირობო გამოსვლის შემდეგ, პარტია უნდა შეუერთდეს შეთანხმებას
ხატია დეკანოიძე - სრულიად ვეთანხმები სააკაშვილს, ნიკა მელიას უპირობო გამოსვლის შემდეგ, პარტია უნდა შეუერთდეს შეთანხმებას

სრულიად ვეთანხმები სააკაშვილს, ნიკა მელიას უპირობო გამოსვლის შემდეგ, პარტია უნდა შეუერთდეს შეთანხმებას, – წერს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში.

„სრულიად ვეთანხმები მიხეილ სააკაშვილის ძალიან სწორ პოზიციას:

ნიკა მელიას უპირობო (!!!) გამოსვლის შემდეგ პარტია უნდა შეუერთდეს შეთანხმებას. მანამდე, რაც გუშინ ვთქვი, ჩვენი ნემისმიერი გადაწყვეტილება იქნება მორალური შეცდომა და პოლიტიკური დევნის დაკანონება.

მელია უნდა იყოს ოპოზიციის საერთო კანდიდატი თბილისის არჩევნებზე და გავმართოთ მართლაც დიდი რეფერენდუმი ქვეყნისთვის“, – წერს ხატია დეკანოიძე „ფეისბუქში“.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწეროს და პარლამენტში შევიდეს. ამის შესახებ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა.

სრულიად ვეთანხმები მიხეილ სააკაშვილის ძალიან სწორ პოზიციას:

ნიკა მელიას უპირობო (!!!) გამოსვლის შემდეგ პარტია უნდა…

Posted by Khatia Dekanoidze on Tuesday, 20 April 2021