ხარკოვში რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
ხარკოვში რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

რუსულმა ძალებმა ხარკოვში საჰაერო იერიში სამოქალაქო სამიზნეებზე მიიტანეს. უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად დაშავებულია სამი ადამიანი.

დატყმებისგან გამოწვეულმა ხანძარმა დააზიანა საცხოვრებელი კორპუსები და ინფრასტრუქტურა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ოფიციალური პირები ავრცელებენ.

ამასთან, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსულმა ძალებმა რეგიონში, სულ მცირე, ექვსი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსეთის ძალებმა ბოლო 24 საათში „შაჰედის“ ტიპის უპილოტო თვითმფრინავები გაუშვეს, რომელთაგან 15 უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო.