ხარკოვის პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქალაქის დაბომბვის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, 34 კი დაშავდა
ხარკოვის პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქალაქის დაბომბვის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, 34 კი დაშავდა

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, 34 კი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის მედია ხარკოვის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინული მედია წერს, რომ დაბომბვის შედეგად ათამდე საცხოვრებელი სახლი და ტროლეიბუსების სადგომი დაზიანდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ქალაქ ტერნოპოლზე.

უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებაზე რუსეთის საოკუპაციო ჯარების შვიდი შეტევა მოიგერიეს და მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს რუსეთის ფედერაციის ხუთი საჰაერო სამიზნე და აიძულეს რადიოკავშირის სისტემებით აღჭურვილი თვითმფრინავი, როსტოვში დაშვებულიყო.