ხარკოვის მეტრო, რომელიც ომის დაწყების შემდეგ თავშესაფრად გამოიყენებოდა, ხვალიდან მუშაობას განაახლებს
ხარკოვის მეტრო, რომელიც ომის დაწყების შემდეგ თავშესაფრად გამოიყენებოდა, ხვალიდან მუშაობას განაახლებს

უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში, ხარკოვში ხვალიდან მეტრო მუშაობას განაახლებს. „სიენენის“ ცნობით, ამის შესახებ ქალაქის მერმა, იგორ ტერეხოვმა განაცხადა.

ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის ძალების მხრიდან დაბომბვების დროს ხარკოვის მეტრო წარმოადგენდა თავშესაფარს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

მერის ცნობით, ამოქმედდება მეტროს ყველა ხაზი და მეტრო იმუშავებს დილის 07:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე, თუმცა უფრო დიდი ინტერვალებით.

„საჭიროების შემთხვევაში, ხალხს შეუძლია, მეტრო გამოიყენოს როგორც თავშესაფარი, განსაკუთრებით მიწისქვეშა გადასასვლელები“, – განაცხადა ხარკოვის მერმა.