ხარკოვის მერის ინფორმაციით, რუსებმა ქალაქი დაბომბეს
ხარკოვის მერის ინფორმაციით, რუსებმა ქალაქი დაბომბეს

რუსებმა ქალაქი ხარკოვი დაბომბეს. ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულის და დაშავებულების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ქალაქის მერი იგორ ტერეხოვი ავრცელებს.

„დაიბომბა ხარკოვის ხოლოდნოგორსკის რაიონი. ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია ორი დარტყმის შესახებ. წინასწარი ინფორმაციით, ერთი იყო საცხოვრებელ კორპუსზე, მეორე კი, ადმინისტრაციულ-სამრეწველო შენობაზე“, – განაცხადა მერმა.

იგორ ტერეხოვის თქმით, ვრცელდება ცნობები სულ მცირე ერთი დაღუპულისა და ორი დაშავებულის შესახებ. მისივე ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად რამდენიმე კერძო სახლი დაზიანდა, რომელთაგან ერთს ცეცხლი გაუჩნდა.