ხარკოვის ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის არმიამ ქალაქს კვლავ გაუხსნა ცეცხლი, დაშავდა სამი ადამიანი
ხარკოვის ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის არმიამ ქალაქს კვლავ გაუხსნა ცეცხლი, დაშავდა სამი ადამიანი

ხარკოვის ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის არმიამ ქალაქს კვლავ გაუხსნა ცეცხლი. დაშავდა სამი ადამიანი.

როგორც ხარკოვის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი „ტელეგრამში“ წერს, რუსეთის არმიამ ცეცხლი გაუხსნა ხარკოვის შევჩენკოვსკის ინდუსტრიულ რაიონს. წინასწარი ცნობით, დაშავდა სამი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სამსახურები.

შეგახსენებთ, რომ ხარკოვს დილითაც გაუხსნეს ცეცხლი.

დატოვე კომენტარი