ხარაზიშვილის ოქრო და ფოლადიშვილის ბრინჯაო ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე #1TVSPORT
ხარაზიშვილის ოქრო და ფოლადიშვილის ბრინჯაო ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე #1TVSPORT

ლუქსემბურგში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს შვიდმა ქართველმა იასპარეზა, რომელთაგან ექვსი ფინალურ ბლოკში გადავიდა.

90კგ-ში ნიკოლოზ ხარაზიშვილმა ფინალში ნიდერლანდელი ძიუდოისტი აშკარა უპირატესობით დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მოგვიანებით, ასევე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს მძიმეწონოსანი საბა ინანეიშვილი, რომელმაც ნახევარფინალში უკრაინელი სპორტსმენი რამდენიმე წამში სუფთა გამარჯვებით დაამარცხა.

90კგ-ში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა თორნიკე ფოლადაშვილმა, რომელმაც რუს ძიუდოისტს სძლია. დღესვე ბრინჯაოს მედლებისთვის კიდევ სამი ქართველი იბრძოლებს. მიხეილ ჯაფარიძე (100), ილია სულამანიძე (100) და ირაკლი დემეტრაშვილი (+100) საქართველოს ნაკრებისთვის მედლების მოპოვებას შეეცდებიან. მეშვიდე ქართველი ძიუდოისტი სალომე მაყიშვილი (+78) პირველივე დაპირისპირებაში დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყო.