ხარაიშვილმა ისევ გაიბრწყინა - ზედიზედ მეორედ გოლი და საგოლე
ხარაიშვილმა ისევ გაიბრწყინა - ზედიზედ მეორედ გოლი და საგოლე

გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის ჩემპიონატში მორიგი გამორჩეული თამაში ჩაატარა. ალსვენსკანის მეშვიდე ტურში ქართველის გუნდი – „გიოტებორგი“ „სირიუსს“ ესტუმრა და მეტოქე 4:2 დაამარცხა.

22 წლის ქართველმა თავდამსხემლმა მეორე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 77-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, პატრიკ ლარსონ-ლაგემური მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და მან გუნდი დააწინაურა.

საბოლოოდ, „გიოტებორგმა“ ანგარიშით – 4:2 მოიგო, რამაც მას სატურნირო ნახტომის საშუალება მისცა – შვიდ ტურში მოპოვებული 13 ქულით გუნდი მეხუთედან პირველ ადგილზე დაწინაურდა. თუმცა, მეშვიდე ტურის რვა მატჩიდან დღეს მხოლოდ ორი გაიმართა და ცხრილში ცვლილებები იქნება.

ხარაიშვილმა მიმდინარე სეზონში „გიოტებორგში“ ექვსი შეხვედრა ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. შეგახსენებთ, რომ გიორგი ხარაიშვილმა წინა ტურში შვედეთის ჩემპიონ „აიკ“-თანაც თავი გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა და ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.