ხარაიშვილმა დუბლებში გაიტანა, აზაროვმა ცხვირი დაიზიანა #1TVSPORT
ხარაიშვილმა დუბლებში გაიტანა, აზაროვმა ცხვირი დაიზიანა #1TVSPORT

უნგრეთის ჩემპიონატში მორიგი თამაში ჩაატარა ბუდუ ზივზივაძემ – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის „ფეჰერვარმა“ შინ „კეჩკემეტს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ზივზივაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 72-ე წუთზე შეცვალეს.

„ფერენცვაროშმა“ გიორგი ხარაიშვილის გარეშე ითამაშა „ვაშაშთან“ გასვლითი მატჩი, რომელიც უნგრეთის ჩემპიონმა 1:0 მოიგო და ლიდერ „კიშვარადასთან“ ჩამორჩენა შეამცირა, ორი მატჩი კი მარაგში აქვს.

ხარაიშვილი განაცხადშია არ ყოფილა, მაგრამ შეხვედრამდე მცირე ხნით ადრე „ფერენცვაროშის“ სარეზერვო გუნდში 70 წუთი ითამაშა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა.

სამწუხაროდ, ბელგრადულ დერბიში, „პარტიზანისა“ და „ცრვენა ზვეზდას“ მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა ირაკლი აზაროვი, რომელმაც წინა მატჩში სახის ტრავმა მიიღო. „ცრვენას“ ქართველმა მცველმა წინა ტურში „იავორ ივანიცასთან“ ცხვირი დაიზიანა, მაგრამ რამდენად სერიოზულია ტრავმა, ჯერ უცნობია. ბელგრადული დერბი კი 1:1 დასრულდა.