ხარაიშვილის ზედიზედ მესამე - „გიოტებორგმა“ ქართველის გოლით მოიგო და ლიდერებშია
ხარაიშვილის ზედიზედ მესამე - „გიოტებორგმა“ ქართველის გოლით მოიგო და ლიდერებშია

გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა და „გიოტებორგს“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუპოვა.

„გიოტებორგი“ ალსვენსკანის (შვედეთის ჩემპიონატი) მერვე ტურში „ნორჩეპინგს“ ესტუმრა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 1:1 იყო. გამარჯვების გოლი ქართველმა გაიტანა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა – მან თავი 83-ე წუთზე გამოიჩინა, „გიოტებორგმა“ კი ამ სამი ქულით ლიდერებში პოზიცია გაიმყარა – ქართველის გუნდი 16 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „მალმეს“ მხოლოდ ქულით ჩამორჩება.

აღსანიშნავია, რომ ხარაიშვილმა ალსვენსკანში ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა, წინა ორ შემთხვევაში 22 წლის ქართველი შემტევი ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.