ხარაიშვილის მორიგი გოლი - ქართველმა „გიოტებორგს“ უშველა
ხარაიშვილის მორიგი გოლი - ქართველმა „გიოტებორგს“ უშველა

გიორგი ხარაიშვილმა შვედეთში მორიგი გოლი გაიტანა და „გიოტებორგს“ ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

შვედეთის „ალსვენსკას“ (უმაღლესი ლიგა) 21-ე ტურში ქართველი ნახევარმცველის გუნდმა „ელფსბორგს“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ 33-ე წუთზე 0:2-ს აგებდა, საბოლოოდ წაგებას მაინც გადაურჩა. 70-ე წუთზე რობინ სოდერმა სხვაობა შეამცირა, ხოლო 87-ე წუთზე დანიშნული პენალტი ხარაიშვილმა უნაკლოდ გამოიყენა.

22 წლის ქართველი ნახევარმცველი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. გიორგიმ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 18 შეხვედრაში მე-5 გოლი გაიტანა. „გიოტებორგი“ 24 ქულით მე-11 ადგილზეა.

 

დატოვე კომენტარი