ხარაიშვილი - შვედური სეზონის ერთ-ერთი ნათელი წერტილი
ხარაიშვილი - შვედური სეზონის ერთ-ერთი ნათელი წერტილი

„ხარაიშვილი 2018 წლის სეზონის ერთ-ერთი ნათელი წერტილი იყო“, – ასე ახასიათებს შვედური svenskafans.com ალსვენსკანის (უმაღლესი ლიგა) „გიოტებორგის“ ქართველ ლეგიონერს.

ინტერნეტ-გამოცემამ წერილი 2018 წლის სეზონის ახალწვეულებს მიუძღვნა და „გიოტებორგის“ ერთ-ერთი ლიდერი მათ შორის გამოარჩია – „ქართველი ტალანტი 2018 წლის სეზონის ერთ-ერთი ნათელი წერტილი იყო. დიდი ხნის შემდეგ ის სავარჯიშოდ ისევ მზადაა. მისი კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში იწურება. 22 წლის ტალანტი ახალ სეზონშიც აუცილებლად ერთ-ერთი საუკეთესო იქნება“, – წერს შვედური გამოცემა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი „გიოტებორგში“ „საბურთალოდან“ 2018 წელს გადავიდა და პირველივე სეზონში 9 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.